არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

იპოვე შენი ფიროსმანი

2013

პროექტი "იპოვე შენი ფიროსმანი" ნიკო ფიროსმანაშვილის და თანამედროვე ქართული რეალობის ურთიერთკავშირზე იყო აგებული და მიზნად ისახავდა ფიროსმანის სახლმუზეუმისთვის ახალი ნარატივის შექმნას გამოფენების სერიის, კვლევისა და ვორქშოფების საშუალებით. 

ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმში, მირზაანში და თბილისში, გალერეა ნექტარში კურატორების გუნდმა (ნინო ასანიძე, მარი გვახარია, გურამ კაპანაძე, მარიამ ლორია, ირინა პოპიაშვილი, მარიამ წიქარიძე) წარმოადგინა ფიროსმანი თბილისური მოდერნიზმის კონტექსტში და ასევე ფიროსმანის შთაგონებით შექმნილი თანამედროვე ხელოვნება. ეს ორი გამოფენა და კახეთის რეგიონის სკოლებში ჩატარებული ვორქშოფების შედეგები გამოიფინა მირზაანის სახლმუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებთან ერთად.

მონაწილე ხელოვანები: ნათელა გრიგალაშვილი, თუთუ კილაძე, კოტე სულაბერიძე, ლევან ჭელიძე, მიშა შენგელია, გელა წულაძე, კოტე ჯინჭარაძე.