არქივარიუსი
არქივარიუსების ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით: კარლო კაჭარავა, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, მამუკა ცეცხლაძე, (1984-1991წწ). ჯგუფის სახელი უკავშირდება თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოთხრობის "ოქროს ქოთანი" პერსონაჟს - არქივარიუს ლინდჰორსტს. არქივარიუსების ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობის პარალელურად იფინებოდა ე.წ. "მეათე სართულის" / "მარჯანიშვილის სახელოსნოს" მხატვრებთან ერთად. ჯგუფის ბოლო გამოფენა იყო 1991 წელს, “მერანის” საგამოფენო სივრცეში.