ხელოვნების ზღვა
ხელოვნების ზღვა - თანამედროვე არტ ობიექტი ღია ცის ქვეშ - ფოთის პარკში ქართველი და საერთაშორისო არტისტებმა დადგეს სხვადასხვა არტ ობიექტები - ინსტალაცია, ობიექტი, ლენდარტი. ნამუშევრებმა რეკრეაციული ზონა - მალთაყვას ტყე-პარკის სივრცე ეკოლოგიური და ფილოსოფიური შინაარსებით შეავსო. ხელოვანები წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ღია სივრცეში და ქმნიდნენ ნამუშევრებს.
პროექტს ორგანიზება გაუწიეს ილია ზაუტაშვილმა, ლუკა ზეტმა და ნიკო ცეცხლაძემ.