არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მეათე სართული

1986

მამუკა ცეცხლაძის სახელოსნოში თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე იკრიბებოდნენ 1970-80იანელი მხატვრები და თანმედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ხატავდნენ, საუბრობდნენ ხელოვნებაზე, სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა გამოწვევებზე და გამოფენებს აწყობდნენ. ჯგუფში პირველ ეტაპზე ერთიანდებოდნენ: მამუკა ცეცხლაძე, კარლო კაჭარავა, ოლეგ ტიმჩენკო, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, მაია ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე, გია დოლიძე, ლია შველიძე და სხვები. მოგვიანებით მხატვრების არაფორმალურ შეკრებებში და სხვა აქტივობებში ჩართულ ადამიანებს მეათე სართულის ჯგუფი უწოდეს და დღემდე ამ სახელით იცნობენ. 


სხვა მასალა: 

მეათე სართულის ისტორიიდან, კარლო კაჭარავას ჩანაწერები გამოქვეყნებული ლიტერატურულ ჟურნალში ახალი საუნჯე, 2018