არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

არტისტერიუმი #3

2010

წარმოიდგინე მომავალი - თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის - არტისტერიუმის მესამე გამოშვება, 2010. 

არტისტერიუმი ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია. ფესტივალის ფარგლებში გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს ახორციელებს არასამთავრობო დამოუკიდებელი ორგანიზაცია Artisterium Association. არტისტერიუმის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო გამოფენები, ინდივიდუალური სახელოვნებო პროექტები, საგანმანათლებლო, კულტურული პროგრამები, მოწვეული არიან ხელოვანები, ხელოვანთა ჯგუფები, კურატორები, რკიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ფესტივალს დაარსების დღიდან, 2008 წლიდან, მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიც არის ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი. ასევე სხვადასხვა საელჩოები და კერძო ინსტიტუციები. 

მეტი ინფორმაცია ფესტივალის მესამე გამოშვების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: artisterium.org