ნინო ქვრივიშვილი არის თბილისში მოცხოვრები ქართველი ხელოვანი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის მიმართულებით 2001-2007 წლებში. აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. ბოლო პერიოდის სოლო გამოფენებიდან აღსანიშნავია - 2016, ექსპოზიცია Binz39-ში, ციურიხი, შვეიცარია; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; გალერეა Melike Bilir, ჰამბურგი, გერმანია; KKKC, კლაიპედა, ლიტვა; მისი ნამუშევრები გამოფენილია ჯგუფურ გამოფენაში - 2018, I AM THE MOUTH, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ზაგრები, ხორვატია; 2017, კარლო კაჭარავა დღეს, ეროვნული გალერეა, თბილისი; Półprawda / Half-Truth, სკულპტურის მუზეუმი კროლიკარნიაში, ვარშავა, პოლონეთი; 2016, New Constructive Energies, ექსპო ჯორჯია, თბილისი; ეკო იმპულსები, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი; 2015, 21 საუკუნის ქართველი მხატვრები, გალერეა პოპიაშვილი-ღვაბერიძე, თბილისი.
ნინო ქვრივიშვილი იყო მონაწილე სახელოვნებო გაცვლითი პროგრამის Frauenkulturbüro NRW e.V. კრეფელდი, გერმანია; სახელოვნებო რეზიდენციების: Binz39 ციურიხში, Achterhaus Residency ჰამბურგში, KKC კლაიპედაში.
ქვრივიშვილი მუშაობს ტექსტილის ინსტალაციებზე. მისი ბოლოდროინდელი პროექტები ფოკუსირებულია ცვლილების პროცესზე, ისტორიის გამოძიებაზე, რაც ახალი რეალობის სახით, ფერის, ფორმის, პატერნისა და ტექსტურის სახით ფორმდება. უმეტესად მისი ტექსტილზე ნამუშევრები აბსტრაქტული იმიჯის სახით არის წარმოდგენილი და იცვლება თხრობიზ ხაზის, მნიშვნელობების მიხედვით. არტისტი ცდილობს ისტორია გამოიტანოს განსახილველად და გახსნას ამბავი, ისტორია ახალი მხარიდან, უფრო გრძელვადიან და დრამატულ კონტექსტში. მისი მიზანია დააკვირდეს როგორ მნიშვნელობას იძენს სურათი და მასალა ისტორიის პარალელურად - ტრადიციული ტექსტილის დამზადების ხელოვნება ტრანსფორმირდება თანამედროვე ხელოვნებად ერთი მხრივ ფორმალურად და მეორე მხრივ კონცეპტუალურად.