ნუცა ესებუა დაიბადა თბილისში 1992 წელს. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის მიმართლებით. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა 2016 წელს. შემდეგ მან დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა "შემოქმედებით მედიაციაში" CCA - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი.
2018 წელს ესებუამ შვეიცარიაში ციურიხის ხელოვნების რეზიდენციისთვის მოიპოვა სტიპენდია და ციურიხში ოთხთვიანი მუშაობისა და ცხოვრობის შემდეგ გამართა პირველი სოლო გამოფენა "ნაკადი".
ესებუას მხატვრულ პრაქტიკისთვის სახასიათოა გარემოზე ყურადღებით დაკვირვება და კითხვების ფრთხილი დასმა. დაკვირვების ძირითად ინსტრუმენტს ნახატი წარმოადგენს, რითიც იწყებს იდეების მატერიალიზაციას. საბოლოო შედეგი კი შეიძლება სხვადასხვა ფორმად და მასალად გარდაიქმნას, ან დარჩეს ნახატად. მის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებსა თუ ფოტოებში, მხატვარი ინტერპრეტირებს იმ სცენებით და მოვლენებით, რისი მომსწრეც და მონაწილეც თავად ხდება. აღქმული მოვლენების მხატვრულ ფორმად გადათარგმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიზუალური შთაბეჭდილებები და ინფორმაციის კვლევა. გარდა ამისა, ის დაინტერესებულია დროის ცვალებადობით. მისი ნამუშევრებით, ესებუა მიჰყვება წარსულის კვალს და ცდილობს დროში გამქრალი მოვლენების კვლავ ხილულად ქცევას რათა მოახდინოს მათი აწმყოში კონტექსტუალიზაცია.
2012 წლიდან ხელოვანი მონაწილეობს გამოფენებში, მათ შორის არის:
2019 „ On Off “- Swiss Cooperation South Caucasus project, ზემო ნიქოზი,საქართველო.
2018 თბილისის არქიტექტურის ბიენალე „ მხოლოდ შენობები არ კმარა“ ; ‘’კორპუსი 76“; თბილისი,საქართველო
2018 A Man Was Walking Dawn The Road”; DIENSTGEBÄUDE Art Space Zurich ციურიხი ,შვეიცარია
2018 “ვინ არის ის მე ვისაც შეუძლია თქვას მე“ , აბრეშუმის მუზეუმი, თბილისი საქართველო
2016 „ეკო იმპულსები“ ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო
2015 ფესტ ი ნოვა - Fest I Nova , არტ ვილა გარიყულა, საქართველო
2013 “ Les Papillons” , 3 ადგილის მფლობელი, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, მ, კარპენტრა, საფრანგეთი