თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.
თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი - ‘L’écriture feminine', წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში. გეომეტრიული ფორმები და ფიგურები წარმოადგენენ მეტაფიზიკურ ნიშნებს და გარდაიქმნებიან სხვადასხვა ფეთქებად ტეხილ სივრცეებად, განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებად და სხვადასხვა ემოციურ შრეებად. დიდი ზომის ნამუშევრები შერეულ მედიუმში მათ შორის მრგვალი და ოვალური მოყვანილობის მცირე ფორმატის ტილოები მისი მთავარი მიზნის რეპრეზენტაციის მაგალითია.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2020 - "UNNAMED 2020" გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო;
2019 - NADA Miami, მაიამი, აშშ;
The Institut für Alles Mögliche, არტისტული რეზიდენცია, ბერლინი, გერმანია;
‘Handler' - ჯონ რიფენჰოფი, გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო;
თბილისის ხელოვნების ბაზრობა, თბილისი, საქართველო;
‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო;
2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო;
არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.