მარიამ აქუბარდია დაიბადა 1991 წელს გალში, აფხაზეთში. ამჟამად მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სწავლობდა საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2017 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტიდან. 2014 წელს ცხოვრობდა და მუშაობდა სახელოვნებო რეზიდენცია არტ-ვილა გარიყულაში. მარიამი სხვადასხვა მედიუმებში მუშაობს, ძირითადად აქვს ფერწერული ნამუშევრები და ინსტალაციები.
მარიამს მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში, ფესტივალებსა და პროექტებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ვენეციაში მისი ნამუშევარი ,,პერსონალური ხატები'' იყო გამოფენილი ისეთი არტისტების გვერდით, როგორებიც არიან ჯეფ კუნსი, ალბერტო ჯაკომეტი, იოკო ონო, ჰერმან ნიცში, ქეროლ ფიურმენი და ა.შ. მარი აქუბარდიას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში. ის თანამშრომლობს შემდეგ გალერეებთან: Daraba Online Art Gallery , The Why Not Gallery და გალერეა გამრეკელი.
"მე ვარ ვიზუალური არტისტი. 10 წელია ჩემს საქმეს ვანვითარებ როგორც ხელოვანი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ვიზუალურ ხელოვნებაში.
მე ვიყავი ორი წლის, როდესაც აფხაზეთის ომი თავს დაგვატყდა როგორც ქარიშხალი და სახლიდან შორს მოგვისროლა. მიუხედავად იმისა, რომ ისევ საკუთარ ქვეყანაში ვცხოვრობდი გაუცხოების განცდა დღემდე არ მომშორებია. მთელი ჩემი შემოქმედება ამ გამოცდილებას უკავშირდება. ომმა მიმახვედრა, რომ ადამიანები ძლიერდებიან თუ მას გადაურჩნენ.
ინსტიქტურად ჩემი ნამუშევრების თემატიკა მოიცავს გაუცხოებასა და სახლის დაკარგვის განცდას რომელიც გამოხატულია სახლში ამოსული ბალახით, შტორმისგან გადარჩენილი გოგონას პორტრეტით ან მამაკაცის ფიგურით რომელმაც გააცნობიერა და მიიღო სიმარტოვის განცდა და ამაში თითქოს მშვიდად ტივტივებს.
ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ გადმოვცე განწყობა რომელიც ამაღელვებელ სიჩუმეს გამოხატავს; დაცარიელებულ ქალაქებს, შენობებს, ქუჩებს სადაც დრო გარდამავალ მომენტში გაჩერდა ცხოვრების ჩვეულებრივ დინამიკასა და ომისგან მოვარდნილ შტორმს შორის. პერსონაჟების განწყობა და ფიქრები მიმართულია გარემოსკენ რომელიც ოდესაღაც ძლიან ახლობელი იყო. "
გამოფენები
2020 - ხელოვნება და თავისუფლების პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ - თბილისი, საქართველო
2020 - თბილისის ონლაინ ბიენალეზე რეზიდენტურის პროგრამა - თბილისი, საქართველო
2020 - თბილისის ონლაინ ბიენალე მარტო სახლში - თბილისი, საქართველო
2019 - ყინვისგან დაფარული ციტრუსის ხეები - თბილისი, საქართველო (ბაუჰაუსის პროექტის გამარჯვებული / ჰაინრიხ-ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასია)
2018 - არასაქველმოქმედო აუქციონი '' ვინ ფიქრობს ის? '' - თბილისი, საქართველო
2018 - ჯგუფური გამოფენა-ლატვია, რიგა
2017 - ცხოვრება და სტილი; ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალი; თბილისი, ბათუმი, თელავი, მესტია საქართველო,
2017- ‘’ პირადი სტრუქტურები ’’ ვენეციის La Biennale 2017-ის პარალელური პროექტი; მხატვრობის საგნების გამოფენა პალაცო მორაში; ვენეცია, იტალია
2016 - Artisterium 9 2016; მოკალი ბუდას ჯგუფური გამოფენა; ინსტალაცია არტარეას გალერეაში; თბილისი, საქართველო
2016 - ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა; ფენიქსის გალერეა; ჩელსი, ნიუ იორკი; NY, აშშ
2014 - Fest-i-Nova 2014 - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; ვიდეო არტის ინსტალაცია; კასპის მხარე, საქართველო
2011 წელი - ყარსი, თურქეთი