ეკატერინე გელოვანი დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1978 წლიდან 1983 წლის ჩათვლით ის სწავლობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც მიიღო ხარისხი მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგის კვალიფიკაციით. ეკატერინე გელოვანი მუშაობს ფერწერის მედიუმში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნისა და მოსკოვის კერძო კოლექციებში. მხატვარი ვმონაწილეობდა გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსში (II პრემია). ეკატერინე გელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
"ჩემთვის ხატვა გარკვეულწილად სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა. მიყვარს ხანგრძლივი საუბრები. ამ საუბრებში იბადება ახალი აზრი, იდეა. ხატვაც ჩემთვის ამ პროცესის გაგრძელებაა - განსჯის, ფიქრის, აზროვნების პროცესის. ვხატავ იმას, რაც მოცემულ დროს მაღელვებს. თემები, რომლებსაც ვეხები ცხოვრებისეული, ფილოსოფიური, არტისტული იმპულსებისგან იღებს სათავეს. სწორედ ეს იმპულსები აყალიბებს ცოცხალ, ემოციურ აზროვნებას.
ავტოპორტრეტების სერია “დიალოგი” არის ერთგვარი მცდელობა შეხვიდე დიალოგში არა მარტო სხვა ადამიანთან, არამედ საკუთარ თავთან.
დიალოგი საკუთარ თავთან - რთული, სახიფათო მოგზაურობა, როდესაც კარგავ და პოულობ, თვალის გასწორება კითხვებთან, რომლებსაც თავს არიდებ, მაგრამ ისინი მაინც ბრუნდებიან სხვადასხვა ფორმით, სახით, სხეულით.
სერია „ღამის თამაშები“ ჩემთვის პირველ რიგში ღამის ენერგეტიკული ველის კვლევაა, როდესაც საგნები და მოვლენები ჰიპერტროფირებულია და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. მიყვარს ფერის, ფორმის, ხაზის ამოუწურავი საშუალებების ძიება და მათთან თამაში.
ვთვლი, რომ ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების შეუქცევადი რითმი, მან უნდა აღმოაჩინოს თავის თავში ახალი და თანაგანიცადოს ის, რაც იბადება და იქმნება დღეს."
გამოფენები:
1987 პერსონალური - თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
1988 საშობაო გამოფენა - მხატვრის სახლი
1996 ჯგუფური გამოფენა - ქ. კიოლნი, გალერეა “Im Alter kloster”
1997 ჯგუფური გამოფენა - მოსკოვი, გალერეა Expo88
1999 ჯგუფური გამოფენა - ქ. სანქტ-პეტერბურგი, გალერეა Д137
1999 ოთხი მხატვრის გამოფენა - თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
2003 მხატვარ ქალთა გამოფენა - თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
2007 თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგთა გამოფენა – ბილკენტის უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი
2009 თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოფენა - გალერეა “დალი პლაზა”, მადრიდი, ესპანეთი
2011 გამოფენა “კონტრასტი” თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე
2015 გამოფენა “ოთხი” – გამრეკელი გალერეა
2017 “Dzawing Club”- კინოსტუდიის პავილიონი
2017 საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი - გამრეკელი გალერეა
2017 გამოფენა „კომუნიკაციის ელემენტები“ - გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „Fest Nova”