არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლურჯსა და იისფერს შორის

2017

თამარ მელიქიშვილის პერსონალური გამოფენა სათაურით- ”ლურჯსა და იისფერს შორის''

”Georgian Furniture Undeground“-ის სახით, თანამედროვე ქართველი მხატვრებისთვის საინტერესო ლოკაცია მოინიშნა ,რაც კურატორისა და მხტვრების მიერ გათვლილი კონცეფციის განხორციელების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.”Georgian Furniture Undeground“-ის ინტეგრირებულ სივრცეში გაფანტული სახელოვნებო იმპულსები ცოცხალი, დინამიური გარემოს შექმნისკენ არის მიმართული. ამდენად აქ წარმოდგენილი ნებისმიერი საგამოფენო შეფუთვა ხელს შეუწყობს ერთიანი სამოქმედო ბაზის შექმნას. რაც ხელოვნების ნებისმიერი გამოვლინების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

კურატორი: ნინო გუჯაბიძე

” მე უფრო კითხვებს ვსვამ, ვიდრე პასუხებს ვეძებ. ის, რასაც ვხატავ, მოულოდნელად უნდა შეიცვალოს ჩემს თვალწინ - დაუგეგმავი ტრანსფორმაცია განიცადოს. ეს ცვალებადობა სივრცეს მაგონებს. ოღონდ ამ სივრცეს მეტწილად ადამიანების შიგნით ვეძებ.. იმ ნაწილს, რასაც კი არ ამოვისუნთქავთ, არამედ შიგნით ვიტოვებთ.. ეს ისეთივე იდუმალია, როგორც სუფთა ფერებს შორის არსებული ტონალობები.. ”

თამარ მელიქიშვილი

მისამართი: გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა 3/5