არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მე და შენი თავისუფლება

2013

2013 წ. 27ივნისს, ხუთშაბათს საღამოს 18.00 ს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის 0 სართულზე გაიმართება გაიმართა “მე და შენი თავისუფლება“.

მხატვრული ხედვა, რომელიც კულტურული სივრცის სავიზიტო ბარათი ხდება, განსაზღვრავს იმ ეპოქის სულიერ მისწრაფებებს, რაც შემდგომში გამომსახველობით ფორმებშიც აისახება. სწორედ გამომსახველობით ხერხებსა თუ საშუალებებში ჩადებულია ის მნიშვნელობა, რომელიც ეპოქალურ სააზროვნო პოზიციას გულისხმობს.

შემოქმედებითი ჯგუფის მიერ (სტუდენტები, მხატვრები, კურატორები) შემოთავაზებული გამოფენა „მე და შენი თავისუფლება“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესის შემოქმედებითობისა და ზოგადად არტისტული სივრცისთვის შესატყვის კულტურულ პროცესად მიიჩნევა, სადაც ჩვენი ქვეყნის კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვანი წახნაგი განისაზღვრება. გამოფენაში მონაწილე თითოეული სტუდენტის თუ მხატვრის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი - მისი ქმედების არეალი პირდაპირ საუბრობს მის არსზე. საგამოფენო კონვერტირებით შემოთავაზებული კონცეფციის ძირითადი მნიშვნელობა განიცდება, რაც თავის მხრივ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის გადაუდებელ რეაბილიტაციას ითავსებს.

გამოფენაში მონაწილოებენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და მხატვრები: სოფო ჩერქეზიშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, ციური ჩაჩუა, ნუკა მეგრელიშვილი, ინგა ბატატუნაშვილი, სოსო ქუმსიაშვილი, მარი გორჯოლაძე, შორენა ტატურაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, მარი ახობაძე, მერაბ დანელია, პაატა კოკაია, თეო კოხოძე, შალვა ხრიკული, კახაბერ ბერელიძე.

გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე