არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ეკო იმპულსები

2016

გამოფენა ეკო იმპულსები საქართველოში ვიზუალურ ხელოვნებაში და საჯარო სივრცეში ეკოლოგიური საკითხებზე შექმნილი ნამუშევრების შესახებ კვლევის შედეგებს წარმოადგენდა. კვლევაზე იმუშავეს ორგანიზაციებმა "იარე ფეხით" და "ობსკურა" მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის კურატორობით. ეკო იმპულსები ხელოვანთა ნამუშევრებში საზოგადოებისთვის შესაძლოა იყოს კარბი ბერკეტი ამ მხრივ ცნობიერების გაზრდისა და საკითხებში მეტი ჩართულობისთვის. 

კურატორული კვლევის შედეგებით დოკუმენტური მასალა და ნამუშევრები ეკოლოგიის თემის გარშემო გამოიფინა თბილისის ლიტერატურის მუზეუმში. მონაწილე ხელოვანები: ნატო ბაგრატიონი, ელენე გაბრიჩიძე, ნუცა ესებუა, სოფო კირთაძე, დავით კუხალაშვილი, მანანიკო კობახიძე, ლადო ლომიტაშვილი, ლევან მინდიაშვილი, გიო სუმბაძე, ნინო ქვრივიშვილი, ნინუცა შატბერაშვილი, გურამ წიბახაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე, ჯგუფი ბულიონი, მარიამ ნატროშვილის/დეთუ ჯინჭარაძე, Material Hunters, ორგანიზაციის 'იარე ფეხით' პროექტებში მონაწილე ხელოვანების ანმუშევრების დოკუმენტაცია: ნიკა ქუთათელაძე; ნატო ბაგრატიონი; ლიზკა ზაუტაშვილი; სანდრო სულაბერიძე და ნინუცა შატბერაშვილი; საგუშაგოს ჯგუფი: კოკა ესაიაშვილი, სალომე სორდია, ივეტა ჩხიკვაძე, ზურა ცოფურაშვილი; გიორგი მაზგავოი; მარიამ კალანდარიშვილი.

კურატორები: მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე