მამუკა ცეცხლაძე (დაბ.1960წ.) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1984 წლიდან იყო მხატვრების ჯგუფის "არქივარიუსები" წევრი კარლო კაჭარავას, გია ლორიას და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად. 1986 წლიდან სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, მამუკა ცეცხლაძის სახელოსნოში, სადაც ის სადიპლომო სერიაზე მუშაობდა ჩამოყალიბდა მხატვართა არაფორმალური გაერთიანება ე.წ. მეათე სართული. 1987 წლიდან ცეცხლაძე გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის მხატვარ დეკორატორთა სახელოსნოში, სადაც ასევე მის სახელოსნოში ერთობლივად მუშაობდა მხატვართა კიდევ უფრო ფართო წრე, შემდეგში ეს არაფორმალური გაერთიანება "მარჯანიშვილის სახელოსნოს" სახელით გახდა ცნობილი. მამუკა ცეცხლაძე მონაწილეობდა როგორც ე.წ. სახლის გამოფენებში ასევე დიდუბის საგამოფენო პავილიონში, ქარვასლაში (ახლანდელი თბილისის ისტორიის მუზეუმი), მხატვრის სახლში და სხვა სახელოვნებო სივრცეებში, ცეცხლაძე მხატვრების ჯგუფთან ერთად 1986 წელს მონაწილეობდა გამოფენაში აღმოსავლეთ გერმანიაში, 1987-88 წლებში მოეწყო ჯგუფის დიდი გამოფენა პეტერბურგის სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
პერსონალური გამოფენები:
2017 – გალერეა Iart, თბილისი, საქართველო
2016 – გალერეა SFUMATO, თბილისი, საქართველო
2016 – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბაქო, აზერბაიჯანი
2013 – გალერეა „ვანდა“, თბილისი, საქართველო
2012 – გალერეა „გამრეკელი“,თბილისი, საქართველო
2011 – სამხატვრო გალერეა, ბაქო, აზერბაიჯანი
2007 – ასოციაცია „Les Hypocrites” მიერ ორგანიზებული გამოცემა, პარიზი, საფრანგეთი
2008 – გალერეა „ვანდა“ (ყოფილი „ჰობი“), თბილისი, საქართველო
2005 – „თიბისი გალერეა“, თბილისი, საქართველო
2000 – Jean-Louis Droz გალერეა, საფრანგეთი
1992 – ამერიკის საელჩო, თბილისი, საქართველო
ჯგუფური გამოფენები:
1988-1989 – ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეა, კელნი, გერმანია
1986 – მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო
1980 – მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო
2014 – ტაზა ბიენალე, ამროკო
2013 – ტაშკენტის საერთაშორისო ბიენალე, ტაშკენტი, უზბეკეთი
2012 – „1989-1990-იანი წლების ქართული ავანგარდი“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), თბილისი, საქართველო
2008 – შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ განახლებული ილუსტრაციების პრემიერა, თბილისი, საქართველო
2006 – ასოციაცია „Les Hypocrite“, პარიზი, საფრანგეთი
2006 – „შეხვედრა ფიროსმანთან“, თბილისი, მირზაანი, საქართველო
2004 –შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების პრემიერა, თბილისი, საქართველო
2002 – ჯგუფური გამოფენა, სანკტ პეტერბურგი, მოსკოვი, რუსეთი
1999 – ვიდეო არტის საერთაშორისო ფესტივალი, ერევანი, სომხეთი
1999 – პროექტი „გრძნობების ატროფია“, თბილისი, საქართველო
1998 – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე, შაქი, აზერბაიჯანი
1998 – ერევნის ნაციონალური მუზეუმი, ერევანი, სომხეთი
1997 – გალერეა IFA, ბერლინი, გერმანია
1996 – გამოფენა „ომით“ მხატვრის მთავარი სახლი, მოსკოვი, რუსეთი
1994 – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, სოჭა, რუსეთი
1994 – UNESCO-ს მიერ ორგანიზებული II საერთაშორისო ბიენალე, მონტენეგრო
1990 – მონა ბისმარკი, პარიზი, საფრანგეთი
1989 – იუნესკო, პარიზი, საფრანგეთი
1987 – „ქართული ავანგარდი 80“, რუსეთი
1988-1989 – ფრანსუაზა ფრიდრიცის გალერეა, კელნი, გერმანია
1988 – Eigen+Art გალერეა, ლაიპციგი, აღმოსავლეთ გერმანია
1988 –თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, ნარვა, ესტონეთი
1988 – გიუმრის საერთაშორისო ბიენალე
1986 – „X სართული“, აღმოსავლეთ ბერლინი, გერმანია
1986 – მხატვართა დაჯგუფების „X სართულის“ ჩამოყალიბება
1984 – მხატვართა დაჯგუფების „არქივარიუსის“ ჩამოყალიბება
ნამუშევრები ინახება
ცარიცინოს მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი
ჯერალდ პორტმანეს” კერძო კოლექცია, ნიუ–ორკი, აშშ
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბაქო, აზერბაიჯანი